საბავშვო ბიბლიოთეკა​

 Augue Velit Cursus Nunc, Quis Gravida Magna Mi A Libero.

საკონტაქტო ინფორმაცია

  • ხაშური ძნელაძის ქ. N10
  • 0368 -24-24-24
  • List Item #3

თანამშრომლები

John Doe

John Doe

Senior Engineer
Easily add or remove any text for your Team Member!

ინფორმაცია

         საბავშვო ბიბლიოთეკა არის ,,ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის“ საბავშვო განყოფილება.

ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანების საბავშვო ბიბლიოთეკა დაარსდა 1939 წელს. დაარსების დღიდან არ შეუცვლია პროფილი და დღემდე  ემსახურება სკოლამდელ და I-IX კლასის მოსწავლეებს აბონემენტის და სამკითხველო დარბაზის საშუალებით. საბავშო ბიბლიოთეკაში მკითხველთა რეგისტრაცია უფასოა ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 20 000 ეგზემპლარია. მკითხველებს შეუძლიათ გაეცნონ მხატვრულ, დარგობრივ და საცნობარო-საინფორმაციო ლიტერატურას. ფონდში ლიტერატურა განლაგებულია მკითხველთა ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით:

პირველ-მეორე კლასელთათვის ჟანრობრივად, მესამე-მეოთხეკლასელთათვის თემატურად და ჟანრობრივად, ხოლო მეხუთე-მეექვსე და მეშვიდე-მეცხრე კლასელებისთვის ანბანურად და საგნობრივად.

ბიბლიოთეკაში მკითხველთათვის ხელმისაწვდომია როგორც ანბანური, ისე სისტემატური კატალოგი. მხატვრული ლიტერატურისთვის არსებობს სახელწოდების კატალოგი. შედგენილია მდიდარი კარტოთეკა ე.წ. პერსონალიებზე. მათი ინტერესებიდან გამომდინარე, პატარა მკითხველებს ცალკე შეუძლიათ მოიძიონ ლექსები წიგნზე, დედაზე, წელიწადის დროებზე, დედაენაზე, სამშობლოზე, ახალი წლის დღესასწაულზე.

საბავშვო ბიბლიოთეკა ხშირად არის სხვადასხვა ღონისძიების, ახალი წიგნის პრეზენტაციის,  შეხვედრის, ლიტერატურული საღამოსა თუ კონკურსის ორგანიზატორი და მასპინძელი. ბიბლიოთეკაში ტრადიციად დამკვიდრდა ყოველწლიური კონკურსი კალიგრაფიაში I-IV კლასებს შორის, რომელიც გაზაფხულობით ტარდება ხაშურის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს შორის და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

სურათები